|
2015-06-04 14:41:04, 484 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებას „დააგემოვნე ბრიტანეთი“ დაესწრო
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ქართულ-ბრიტანული სავაჭრო პალატის „ბრიტანული კუთხე“ და დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებას „დააგემოვნე ბრიტანეთი“ დაესწრო.
ამასთან, ღონისძიებაზე ბაქრაძემ ბრიტანული კერძები და ლუდი დააგემოვნა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის კულინარიის მრავალფეროვნება ქართულ რეალობაში შემოვა. „ძალიან სასიამოვნო ღონისძიება იმართება. ქართული კულინარია უკვე დააგემოვნა ლონდონმა. დღეს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ბრიტანულ კულინარიას გავეცნოთ. საქართველოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის უცხო არ არის დიდი ბრიტანეთის მწერლობა, ჩვენთვის ახლობელია ბრიტანული მუსიკა, ჩვენ ვგულშემატკივრობთ ბრიტანულ გუნდებს. ასე, რომ დიდი ბრიტანეთის კულინარიის მრავაფეროვნება ჩვენს რეალობაში შემოვა“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ. ამასთან, აღნიშნულ ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ეწვია. როგორც ჰოლ ჰოლმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრიტანულ-ქართულმა სავაჭრო პალატამ უკვე რამდენიმე „დააგემოვნე საქართველოს“ უმასპინძლა ლონდონში. „მოხარული ვარ, რომ დღევანდელი ღონისძიების „დააგემოვნე ბრიტანეთი“ თანამასპინძელი ვარ და ჩემთან ერთად სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ საკითხებში დავით ბაქრაძეც იმყოფება. ჩვენ მისი სამინისტროს საქმიანობის მხარდამჭერები ვართ. ქართულ-ბრიტანულმა საბჭომ უკვე რამდენიმე „ დააგემოვნე საქართველოს“ უმასპინძლა ლონდონში, სადაც საუკეთესო ქართული პროდუქციის დაგემოვნება იყო შესაძლებელი. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ინიციატივა თბილისშიც ჩამოგვეტანა და ქართველი მომხმარებლებისთვის მიგვეცა საშუალება დაეთვალიერებინათ და დაეგემოვნებინათ ტრადიციული ბრიტანული პროდუქტები. საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების განხორციელების პროცესშია და ვიმედოვნებ, რომ ამ ტიპის გაცვლები უფრო ხშირად მოხდება და რომ სულ მალე მაღალი ხარისხის ქართულ პროდუქციას ბრიტანული სუპერმარკეტების დახლებზეც ვიხილავთ, ხოლო ქართველი მომხმარებელი საუკეთესო ბრიტანულ პროდუქტს საქართველოში შეიძენს.“,-განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
არასამთავრობოები -ოცნება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს, ცვლილებებს უარყოფითად ვაფასებთ
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)