16:31 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-05 16:16:54, 314 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.

„პარტია „დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფიბიურ პოზიციებს გამოხატავენ და მიზნად საქართველოს მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას ისახავენ. ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, ითხოვენ სავიზო რეჟიმის აღდგენასა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტას. ისინი თვლიან, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი , — აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური.

რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, „პარტია „დროას“ ლიდერი საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესისგან სახელმწიფოს იზოლირების მცდელობებში ადანაშაულებს“.

„ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის რეჟიმს, საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ ჩართვის მოწოდებით გამოდის“, — ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიში ადასტურებს, რომ ოცნების პირობებში EU-ში ვერ შევალთ - კოალიცია ცვლილებისთვის
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
არასამთავრობოები -ოცნება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს, ცვლილებებს უარყოფითად ვაფასებთ
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics