|
2015-06-04 14:14:49, 434 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი მარიხუანის მოწევის სურვილს გადახრას უწოდებს და მის დეკრიმინალიზაციას ეწინააღმდეგება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მისი საქმე არაა, ვინ როგორი სექსუალური ორიენტაციის ადამიანია, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი პროპაგანდა, წახალისება არ უნდა ხდებოდეს. ამის შესახებ ჯავახიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, ფიქრობს თუ არა ნოდარ ჯავახიშვილი, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა. "მე ასე არ დავსვამდი საკითხს, ჩემი დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმთან ერთმნიშვენლოავანია და როცა საკითხი დგება, ეს ჩემი საქმე არ არის, სახლში ვინ რას აკეთებს. უბრალოდ როდესაც დგება საკითხი, რომ რაღაცის აფიშირება უნდა მოხდეს, რაღაცის პროპაგანდა და წახალისება, რასაკვირველია, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს.თავის დროზეც, როცა პირველად დაიგეგმა მსვლელობა, მაშინვე ვსვამდი შეკითხვას, რა გაქვთ, ბატონო, სათქმელი მითხარით, რა აუცილებელია ამისთვის ქუჩაში გამოსვლა?! მე ყოველგვარი ამისთანა გადახვევის წინააღმდეგი ვარ, თუ მას უკეთდება საზოგადოებაში აფიშირება და თუ ეს არის რაღაცის რეკლამირება",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. კითხვაზე- "იგივეს ფიქრობთ თუ არა მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე"- ჯავახიშვილმა ასე უპასუხა: "რასაკვირველია. ყოველგვარი გადახრა მგონია მე ესეც, ასეთი სურვილი რომ გიჩნდება ადამიანს, ამის დეკრიმინალიზაცია ნიშნავს, რომ უნდა წაახალისო",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)