02:22 - 12 Nov, 2026
|
2018-08-11 13:35:32, 1344 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებს ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის კურსი ჩაუტარდათ
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 20 თანამშრომელს ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდა. სწავლებას ამერიკელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. ტრენინგი პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. სასწავლო კურსი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით ჩატარდა. მაღალი ქულების მქონე 10 მონაწილე სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ამერიკაში გაემგზავრება და ტრენერთა ტრენინგს გაივლის. სწავლების მიზანი იყო ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის უნარ-ჩვევების გაძლიერება. შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის ტრენინგების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)