02:22 - 12 Nov, 2026
|
2018-08-10 15:31:02, 1114 ნახვა
საზოგადოება
ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბათუმიდან 150, ხოლო ქობულეთიდან 40 შეტყობინება შევიდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია. უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ 40 შეტყობინებაა შემოსული და ქობულეთში წყლის დონემ საგრძნობლად იკლო. რაც შეეხება ბათუმს, ქალაქში საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისათვის 150 შეტყობინებაა შემოსული. უხვი ნალექის შედეგად ძირითადად, დაიტბორა ანდრონიკაშვილის, ოსტროვის, კომახიძის და სააკაძის ქუჩები. აღნიშნულ ქუჩებზე განხორციელდა სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)