|
2018-08-10 12:53:24, 760 ნახვა
საზოგადოება
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხოლო ამავე გზის გზის კმ1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეგახსენებთ, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე, გუშინ საღამოდან აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სტიქიის მომენტიდან, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაწმენდით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად აწარმოებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)