|
2018-08-10 10:43:35, 578 ნახვა
საზოგადოება
11 აგვისტოს ბათუმი Bavaria-ს ლუდის ფესტივალს მასპინძლობს
ბათუმი, ზღვა, გართობა, ლუდი და სიურპრიზები. 11 აგვისტოს, ბათუმი Bavaria-ს ლუდის რიგით მეექვსე ფესტივალს მასპინძლობს, სადაც ლუდისა და მუსიკის მოყვარულებს ნამდვილი ფერადი დღესასწაული ელოდება. „თუ გიყვარს გართობა და სიურპრიზები, მაშინ ყველას ბათუმში გელოდებით. ტურისტული სეზონის პიკში, ლუდი Bavaria 11 აგვისტოს ყველას ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გიხმობთ, სადაც ცივ და ქაფქაფა ლუდთან ერთად, ფესტივალის მთავარ პრიზსაც დაგახვედრებთ, რომლის მფლობელიც ერთი იღბლიანი გახდება და სამოგზაუროდ ლუდის სამშობლოში გაემგზავრება“ - აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე. Bavaria-ს ლუდის ფესტივალი ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 18:00 საათიდან დაიწყება. კარგი ლუდისა და მუსიკის ფონზე შეხვდი მზის ჩასვლას ზღვის სანაპიროზე და მოიგე ჰოლანდიაში მოგზაურობა! ფესტივალზე დასწრება და კონკურსში მონაწილეობა უფასოა! Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას აგრძელებს და ბათუმის შემდეგ მას უკვე ქალაქი გორი უმასპინძლებს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)