02:12 - 12 Nov, 2026
|
2018-08-09 12:12:58, 542 ნახვა
საზოგადოება
გლდანში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობი მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. მესამე მიკრორაიონის N8 კორპუსის მიმდებარედ, 750 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, დაიგება ბეტონის საფარი, შეიცვლება ლითონის მავთულ-ბადეები, მოეწყობა ბალახის ხელოვნური საფარი და ყველა სხვა საჭირო ინვენტარი. აღნიშნული მისამართის გარდა, გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დამატებით, 23 მისამართზე მიმდინარეობს. სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პე-ბე“ აწარმოებს, სექტემბერში დასრულდება. მიმდინარე წელს, გლდანის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ცხრა მისამართზე უკვე განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)