18:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 16:19:44, 753 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში შშმ პირისთვის პანდუსი მოეწყო და გზების რეაბილიტაცია ხორციელდება

ვაჟა-ფშაველას III კვარტლის IV კორპუსში მცხოვრები შშმ პირისთვის საცხოვრებელი ბინის შესასვლელთან პანდუსი მოეწყო. სამუშაოები, მოქალაქის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა.  

გარდა ამისა, ვაკის რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.  საგზაო სამუშაოები უჩანეიშვილის ქუჩაზე უკვე დაიწყო, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა. 

პროექტის ფარგლებში, უჩანეიშვილის I და III გასასვლელებში, ასევე, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს.   

გზების განახლება წყნეთშიც აქტიურად გრძელდება. გოგებაშვილის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭებიც, რომლის შემდეგაც, ტერიტორიაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგება. პროექტის ფარგლებში, 1800-მდე მ2 განახლდება.

წყნეთში კიდევ ერთი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. გრუნტის დამჭერი ნაგებობა მელიქიშვილის N4-ში მოეწყობა.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics