|
2018-08-04 17:28:27, 1436 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ მატჩზე FIFA-ს მიმართავს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ უახლოეს დღეებში ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს . „საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, სხვადასხვა მედია საშუალების მიერ დღეს, 4 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დაუყონებლივ აცნობა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს და მოითხოვა მისგან შესაბამისი რეაგირება. ცნობისთვის, აფხაზური მედია იტყობინება, რომ ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები სოხუმში, 6 აგვისტოს უნდა ჩავიდეს და 8 აგვისტოს მატჩი გამართოს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)