|
2018-08-04 11:05:27, 919 ნახვა
საზოგადოება
ტაქსების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ტაქსის ლიცენზიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეებს რომელთაც სურვილი აქვთ მიიღონ ტაქსით გადაყვანის ნებართვა, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში საწვავის ტიპის მითითების მიზნით შეუძლიათ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და ცვლილების განხორციელებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის მომსახურება მიიღონ უსასყიდლოდ. "შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც 2013 წლის 1 ივლისამდე დარეგისტრირებული აქვთ ჰიბრიდული ან ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილები. აღნიშნული საფასო შეღავათი არ ეხებათ მათ, ვისაც 2013 წლის 1 ივლისამდე წარმოეშვათ რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის ვალდებულება და ამ მიზნით არ მიუმართავს მომსახურების სააგენტოსთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)