|
2018-08-03 15:12:54, 959 ნახვა
საზოგადოება
ხვიჩიას ქუჩაზე სკვერი მოეწყო
საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო განათების სისტემა, სავალი ბილიკები ფილებით მოპირკეთდა, გამწვანების ზოლებში კი, რულონური ბალახის საფარი დაიგო. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა, რომლის დროსაც, სხვადასხვა სახის მცენარეები დაირგო. ტერიტორიაზე ასევე, განთავსდა ყველა შესაბამისი ინფრასტუქტურა. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მე-6 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი გაეცნენ. „ჩვენი მიზანია, საბურთალოზე რაც შეიძლება მეტი გამწვანებული და კეთილმოწყობილი ადგილი არსებობდეს. წლების განმავლობაში, ეს ადგილი მოუწესრიგებელი იყო. ახლა კი, მოსახლეობა განახლებულ, კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. პროექტი გამგეობის დაკვეთით, კომპანია შპს „გრინსერვის+“-მა განახორციელა, რომელიც 180 000 ლარით დაფინანსდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)