|
2018-08-03 14:06:49, 973 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: 25 წელიწადში ომების გამო, საქართველოში 278 ათასზე მეტი დევნილია
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 25 წლის განმავლობაში ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის სტატისტიკას აქვეყნებს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ეს არაა სრული მონაცემები. არსებობს კიდევ ბევრი ადამიანი, რომელთაც კონფლიქტის შედეგად დატოვა ქვეყნის ფარგლები და რომელთა შესახებაც მონაცემები არ მოიპოვება "1990-იანი წლებისა და 2008 წლის ომების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის რიცხვი მასშტაბურია: 278 103 იძულებით გადაადგილებული პირი, დაახლოებით 200 000 აფხაზეთის მკვიდრი (მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრები დაახლოებით 40 000 ეთნიკური ქართველი), დაახლოებით 20 000-30 000 ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მკვიდრი (მათ შორის, ახალგორის მუნიციპალიტეტის 1000-მდე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა) და კიდევ ბევრი, ვინც კონფლიქტის შედეგად დატოვა ქვეყნის ფარგლები და რომელთა შესახებაც მონაცემები არ მოიპოვება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)