|
2018-08-02 15:06:10, 942 ნახვა
საზოგადოება
„მერო ისმინე ხალხის ხმა“ - აქტივისტები მოსკოვის გამზირისთვის ტატუნაშვილის სახელის დარქმევას ითხოვენ (ვიდეო)
"მერო ისმინე ხალხის ხმა", - ამ სლოგანით მოძრაობამ "რუსეთი ოკუპანტია" პერფომანსი გამართა. მოძრაობის აქტივისტებმა პერფომანსის ფარგლებში, მოსკოვის გამზირს სახელი შეუცვალოს. კერძოდ, ერთ-ერთ კორპუსზე განთავსებული აბრა, წარწერით - "მოსკოვის კამზირი", ახალი აბრით - "არჩილ ტატუნაშვილის გამზირი" ჩაანაცვლეს. შესაბამისი პერფომანსის ამსახველი ვიდეო ორგანიზაციამ საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. როგორც ფსევდო-მერი აცხადებს, მას უხარია, რომ თავის გუნდტან ერთად იქნება პირველი, ქუჩას სახელს შეუცვლის. "ვიმყოფებით მოსკოვის გამზირზე. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ოკუპაციის პირობებშიც კი, ამ ქუჩას ქალაქის არც ერთმა ხელმძღვანელობამ სახელი არ შეუცვალა. მიცარია, რომ მე და ჩემი გუნდი ვიქნებით პირველები ვინც მოუსმენს ქალაქელებს, ზოგადად ქართველების აზრს, გაითვალისწინებს იმ ძალიან მრავალრიცხოვანი,ძლიერი პეტიციის შედეგს და დღეიდან ამ ქუჩას დაერქმევა საქართველოს გმირის, არჩილ ტატუნაშვილის სახელი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ქალაქის მერია, ვუერთდებით 7 აგვისტოს 19:00 საათზე რუსეთის ყოფილ საელჩოსთან დაგეგმილ აქციას, რომელიც ოკუპაციის თემას მიეძღვნება", - განაცხადეს პერფომანსის მონაწილეებმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)