|
2018-08-02 14:09:10, 595 ნახვა
საზოგადოება
პაციენტის გადასარჩენად, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს რთულ რელიეფზე ფეხით გადაადგილებისთვის, 1 საათი და 25 წთ დასჭირდა
ახმეტის სოფელ ზემო ხოდაშენში, ახალგაზრდა მამაკაცს ხე დაეცა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, მამაკაცს წელისა და ქვედა კიდურების არეში ტრავმული დაზიანებები აღენიშნებოდა. „ახმეტაში, სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცი წაქცეული ხის ქვეშ მოექცა. პაციენტის გადასარჩენად ჩვენს ეკიპაჟს სამაშველო სამსახურთან ერთად ურთულეს რელიეფზე ფეხით გადაადგილებისთვის 1 საათი და 25 წთ დასჭირდა. მამაკაცი, რომელსაც წელისა და ქვედა კიდურების ტრავმული დაზიანებები აღენიშნებოდა, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მადლობას ვუხდი ჩვენს ექიმ ნათელა ვარდოშვილს, ექთან ნათია სეფიაშვილსა და მძღოლს, დავით გიგაურს. დღეს თქვენ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ!“, - წერს თალაკვაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)