01:52 - 12 Nov, 2026
|
2018-08-02 14:10:21, 562 ნახვა
საზოგადოება
ატენის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ატენის N16-სა და N6-8-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტის ახალი საფარი ერთ მონაკვეთზე უკვე დაიგო. ამ ეტაპზე კი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მიწისქვეშა კომუნიკაციის შეკეთება სრულდება, რის შემდეგაც, საგზაო სამუშაოები დანარჩენ ტერიტორიაზე გაგრძელდება. პროექტის მიხედვით, ატენის ქუჩაზე 3090 მ2 ფართობის გზა განახლდება, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 146 910 ლარია გამოყოფილი. შიდა გზის რეაბილიტაცია განხორციელდა ასევე, შატბერაშვილის პირველ შესახვევში. მიმდინარე და დასრულებულ საგზაო პროექტებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. NS
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)