01:52 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 14:07:42, 502 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში, დურმიშიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ისნის რაიონში, დურმიშიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო სამუშაოები დურმიშიძის ქუჩის 452-მეტრიან მონაკვეთზე, 4 700 მ2 ფართობზე ხორციელდება.  

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე მოეწყობა ბორდიური, ტროტუარები და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. აღნიშნული პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 300 500 ლარით დაფინანსდა. 

დურმიშიძის ქუჩის გზის რეაბილიტაციას ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „სკინჩი“ ახორციელებს. 

პროექტის განხორციელების შედეგად, ისნის რაიონს კიდევ ერთი მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურულად გამართული ქუჩა შეემატება. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება. 

დურმიშიძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო. მასთან ერთად, ადგილზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანიც იმყოფებოდა. 

მიმდინარე წელს, ისნის რაიონში, გამგეობის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 74 მისამართზე განხორციელდა. მათ შორის, სრული რეაბილიტაცია 23 ქუჩას ჩაუტარდა, შიდა გზები და ეზოები ათ მისამართზე მოასფალტდა, ხოლო 27 მისამართზე გზა ფრაგმენტულად შეკეთდა. 

ისნის რაიონის გამგეობა წლის ბოლომდე გზების რეაბილიტაციას დამატებით 40-ზე მეტ მისამართზე გეგმავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics