|
2018-08-01 19:26:47, 801 ნახვა
საზოგადოება
ნარჩენების სეპარაციის სისტემის დანერგვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მერიასა და NGO-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიას, „თბილსერვის ჯგუფს“, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობას მერიის პროექტის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება და მიზნად ისახავს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, დედაქალაქში ნარჩენების სეპარაციის სისტემის ეტაპობრივი დანერგვის, ასევე, ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობას, თბილისში ათ ადგილზე სეპარაციის სტენდების განთავსებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით. თბილისის მერიის მხრიდან მემორანდუმს ხელი თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ მოაწერა. მისი თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერა თბილისში ნარჩენების სეპარირების დაწყებისთვის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია. მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში სეპარირებული ურნები მიმდინარე წლის ბოლოდან გამოჩნდება. „დღევანდელი მემორანდუმი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ თბილისში სეპარირება, ნარჩენების დახარისხება დაიწყოს. უკვე წლის ბოლოდან თბილისში გამოჩნდება სეპარირებული ურნები. ჩვენ თბილისელების მხარდაჭერის იმედი გვაქვს იმაში, რომ სეპარირების იმ თანამედროვე მოდელს, რომელმაც საბოლოო ჯამში ნარჩენი პროდუქტად უნდა აქციოს, საფუძველს ჩავუყრით და ძალიან აქტიური იქნება თბილისი ამ პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა მაია ბითაძემ. მემორანდუმი ეფუძნება ნარჩენების მართვის კოდექსსა და ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)