|
2018-08-01 17:45:14, 755 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა, პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარუდგინა. მთავრობის მეთაური გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად შეხვდა. „ვანო გოლაშვილის გმირობა მართლაც სამაგალითოა. სწორედ ასეთი ადამიანების თავდადებასა და გმირობაზე დგას საქართველო. დარწმუნებული ვარ, მისი შვილები - მარიამი და გიორგიც ისევე იამაყებენ მამით, როგორც მთელი საქართველო ამაყობს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის დააჯილდოვა. „მედალი მამაცობისთვის" ვახტანგ გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლეს დღეს გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)