|
2018-08-01 12:16:15, 650 ნახვა
საზოგადოება
NDI-ის კვლევა: LGBT პირთა უფლებები მოსახლეობის მხოლოდ 23%-ისთვისაა მნიშვნელოვანი
NDI-ის კვლევის მიხედვით, სექსუალური უმცირესობების უფლებები მოსახლეობის მხოლოდ 23 პროცენტისთვის არის მნიშვნელოვანი, ხოლო 44 პროცენტისთვის უმნიშვნელოა. ამავე კვლევის თანახმად, 26 პროცენტი ამ საკითხის მიმართ ნეიტრალურადაა განწყობილი რაც შეეხება რელიგიური უმცირესობების თემას, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ რელიგიური უმცირესობების უფლებები მნიშვნელოვანია, 27% ნეიტრალურად არის განწყობილი, ხოლო 11% მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოა. კვლევა ეთნიკურ უმცირესობების უფლებებსაც შეეხებოდა. რესპოდენტთა 60%-სთვის ეთნიკური უმცირესობების უფლებები მნიშვნელოვანია, ხოლო 11% მიიჩნევს, რომ ეს უმნიშვნელოა. ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 93%-სთვის შშმ პირთა უფლებები მნიშვნელოვანია. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)