|
2018-07-31 14:27:54, 630 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საზაფხულო ბაღებმა მუშაობა დაასრულეს
თბილისში მოქმედი საზაფხულო ბაღები დღეს დაიხურა. 2-დან 31 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქის მასშტაბით, 40 საჯარო ბაგა-ბაღი საზაფხულო ბაღების პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებდა. პროექტის ფარგლებშიო, მომსახურება 13 000-მა აღსაზრდელმა მიიღო. სტანდარტული სწავლებისგან განსხვავებით, საზაფხულო ბაღების პროგრამა, ძირითადად, გასართობი ღონისძიებებით იყო დატვირთული - იმართებოდა მრავალფეროვანი აქტივობები: სპორტული თამაშები, მხიარული სტარტები, კონცერტები და სპექტაკლები. პროექტი პატარებისთვის მუსიკალურ-გასართობი ღონისძიებებით დასრულდა. საზაფხულო ბაღები თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთობლივი სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ბაღების მომსახურების მიწოდებას იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ივლისის თვეში ვერ ახერხებენ ქალაქიდან გასვლას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)