|
2018-07-30 19:37:40, 859 ნახვა
საზოგადოება
ივანე მაჭავარიანი იაპონიის ელჩს შეხვდა
დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო იაპონიის მთავრობის მიერ ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერას, როგორიცაა: ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საგანმანათლებლო და ტურიზმის სექტორი. შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საგზაო ინფრასტრუქტურის სექტორში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს. შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს საექსპორტო პოტენციალი, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში, კვლავ დინამიურად განვითარდეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)