01:36 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 19:19:00, 755 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხრა ამხანაგობის პროექტი დააფინანსა.

მერიის ცნობით, დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 33-ე კორპუსში  ქანობიანი სახურავი მოეწყო და დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები. ქანობიანი სახურავი, ასევე, გაკეთდა ბათუმის ჩიხის N5-სა და ლებანიძის ქუჩის N4-ში.

წინამძღვრიშვილის ქუჩის N200-ში სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები დასრულდა, ხოლო დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-14 კორპუსსა და მე-4 კვარტლის მე-9 კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდა.

დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-4 კორპუსში, ასევე წერეთლის გამზირის N12-სა და აგლაძის ქუჩის N26-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ბრტყელი სახურავი მოეწყო.

აღნიშნული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შეასრულეს. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 83 450 ლარი შეადგინა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics