|
2015-06-03 13:50:31, 409 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა
„ესტონეთი მზად არის, შეასრულოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერის როლი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“, - ეს გზავნილი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღევანდელ შეხვედრაზე გადასცა. პრემიერმა ტოომას ჰენდრიკ ილვესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. ხაზი გაესვა ესტონეთთან თანამშრომლობას ელექტრონული მმართველობის სფეროში. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ესტონეთის ექსპერტულ დახმარებას მიესალმება. დაიგეგმა ორმხრივი ვიზიტები. შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ესტონეთის ჩართულობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების, ეფექტური მმართველობის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სამეწარმეო საქმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას ისახავს მიზნად.
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
არასამთავრობოები -ოცნება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს, ცვლილებებს უარყოფითად ვაფასებთ
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)