|
2018-07-27 13:33:12, 842 ნახვა
საზოგადოება
საკრებულო დღეს თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები ერთ-ერთ საკითხად დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. საკრებულოს დეპუტატებმა ბიუჯეტის 10 მილიონით გაზრდას უნდა უყარონ კენჭი. როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითლიანმა განაცხადა, უმრავლესობა საბიუჯეტო ცვლილებას მხარს დაუჭერს. „ტრადიციული შენიშვნები აქვთ, იმიტომ, რომ ოპოზიციაა და შენიშვნები უნდა ჰქონდეთ. ჩვენ გვაქვს მთავარი პოზიტივი ის, რომ თბილისის ბიუჯეტი პირველივე წელს 800 მილიონიდან 917 მილიონ ლარამდე გავზარდეთ უკვე და ამ გაზრდილი ბიუჯეტი ფარგლებში ვზრდით შესაბამისად, ხარჯებსაც“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა. საბიუჯეტო ცვლილებებს საკრებულოს ოპოზიცია ეწინააღმდეგება. საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები ფულის უყაირათ ხარჯვას გამოიწვევს. „ძალიან ლეგიტიმური შეკითხვები გვაქვს. მაშინ, როცა უამრავი პრობლემა არის დედაქალაქში, როგორ შეიძლება რეკლამას ნახევარი მილიონი დაუმატოთ, მერიის ადმინისტრაციას 1 მილიონი დავუმატოთ. ტაშ-ფანდურში ნახევარი მილიონი დავხარჯოთ და ამასობაში თანხა მოვაკლოთ ლიფტების, სახურავების, ჟოლაბების შეკეთებას, მართლა იმას, რაც თბილისელებს სჭირდება და არ დაგვავიწყდეს, ეს მიმართულება მცირდება 6 მილიონი ლარით“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)