|
2018-07-27 10:01:52, 558 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს
საქართველოს ვიცე პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იმართება აშშ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის პირებთან. უწყების ცნობით, გიორგი გახარიამ შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელთან ფილიპ დოლიფთან გამართა. შეხვედრაზე სასაზღვრო უსაფრთხოების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მიერ დაფინანსებული ორმხრივი პროექტები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა აშშ-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებაზე. მინისტრმა აშშ–ს მხარეს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის და მზადყოფნა გამოხატა ხელი შეუწყოს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი და დონორია სასაზღვრო უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)