|
2018-07-26 15:42:51, 639 ნახვა
საზოგადოება
ჩეხეთის პარდუბიცეს მხარის წარმომადგენლები წილკნის ბაზას ესტუმრნენ
ჩეხეთის პარდუბიცეს მხარის გუბერნატორი მარტინ ნეტოლიცკი, ოლქის წარმომადგენლები და ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სკოლის დირექტორი დავიდ ჰრუშკა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას წილკანში ესტუმრნენ. სტუმრებმა სადემონსტრაციო ნაკვეთები, სათბურები და ბაზაზე არსებული ლაბორატორიები დაათვალიერეს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენ. ჩეხეთის დელეგაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორი შალვა გივიშვილი შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთში ორგანული სოფლის მეურნეობის მდგომარეობაზე, განვითარების პერსპექტივებსა და დარგის გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება აგრარულ სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და გაძლიერებას დაეთმო. ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის დელეგაცია ადგილობრივ სასწავლებლებს მოინახულებს და საქართველოს რეგიონებს ესტუმრება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)