|
2018-07-25 18:05:34, 958 ნახვა
საზოგადოება
სეს-ი: ნესვის ორ ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიტრატების შემცველობის კვლევის მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ხილისა და ბოსტნეულის 60 ნიმუში აიღო. სააგეტნოს ცნობითმ, აღებულ ნიმუშებს კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩაუტარდა. „ამ ეტაპზე ცნობილია 40 ნიმუშის შედეგი. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა ნესვის ორ ნიმუშში, რომლებიც ბათუმსა და ქუთაისშია აღებული. ერთ შემთხვევაში ნიტრატების რაოდენობამ შეადგინა 480 მგ/კგ, ხოლო მეორე შემთხვევაში - 212 მგ/კგ (ნორმა - 90 მგ/კგ). აღნიშნული შედეგის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და მათვე დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა. ნიტრატების შემცველობაზე ხილ-ბოსტნეულის კვლევა გრძელდება. უკვე აღებული 20 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)