|
2018-07-24 17:28:30, 863 ნახვა
საზოგადოება
საელჩოს ინფორმაციით, საბერძნეთში დაკარგული საქართველოს ორივე მოქალაქე იპოვეს და ისინი უსაფრთხოდ არიან
საელჩოს წარმომადგენლებმა საბერძნეთში დაკარგული საქართველოს მეორე მოქალაქეც იპოვეს. როგორც საელჩოს მიმართვაშია აღნიშნული, ორივე მათგანი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება. „გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, საელჩოს მიერ მოძებნილ იქნა და ამჟამად, ჩვენი თანამემამულე უსაფრთხოდ, ახლობლებთან იმყოფება. შესაბამისად, გუშინ საღამოდან ამ მომენატამდე, საელჩოს ცხელ ხაზზე შემოსულ ყველა შეტყობინებაზე საელჩოს მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და ამ შეტყობინებებთან დაკავშირებული ყველა ინციდენტი ამოწურულია. 16:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს საელჩოში ჩვენს დაზარალებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამატებითი შეტყობინება არ შემოსულა. ამ ეტაპზე, საბერძნეთის შინაგან საქემთა სამინისტროდან ველით დაღუპულთა და ჰოსპიტალიზირებულთა შესახებ ინფორმაციას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ათენის გარეუბნებში გაჩენილი ხანძრის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები არ გარდაცვლილან ან დაშავებულან“, - ნათქვამია საელჩოს მიმართვეაში. ცნობისთვის, საბერძნეთში დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა - ქვეყანაში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)