01:16 - 12 Nov, 2026
|
2018-07-24 12:19:38, 741 ნახვა
საზოგადოება
მეტროს 3 წლის განმავლობაში 12 ახალი შემადგენლობა დაემატება
მეტროს 3 წლის განმავლობაში 12 ახალი შემადგენლობა დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. „დღეს მეტროს 43 შემადგენლობა ემსახურება და ჩვენი მიზანია, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მეტროს დაემატოს კიდევ 12 შემადგენლობა. ამით ჩვენ შევძლებთ შევამციროთ გაჩერებებზე მოლოდინის რეჟიმი და მნიშვნელოვნად გავზარდოთ მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ავტობუსების განვითარებასთან ერთად, იმისთვის, რომ გავაჩინოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის კიდევ უფრო დიდი სტიმული და შევამციროთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მეტროს შემადგენლობების დამატება 2019-2021 წლებში იგეგმება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)