|
2018-07-23 11:44:42, 888 ნახვა
საზოგადოება
„გადადგეს „საქნახშირის“ ადმინისტრაცია“ - ტყიბულში აქციები დაიწყო
ტყიბულში დღეიდან ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები კომპანია "საქნახშირის" ადმინისტრაციის გადაყენებას და შახტებში ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. მომიტინგეები ასევე ქალაქის პარალიზებაზე საუბრობენ. "მანქანებით მოვივლით მთელ ქალაქს და მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ. ასევე მოვუწოდებთ, რომ დახურონ მაღაზიები და სხვადასხვა დაწესებულებები, რათა მოხდეს ქალაქის პარალიზება. ამ ქალაქის გადასარჩენად მოსახლეობა ერთად უნდა დავდგეთ. მთავარი მოთხოვნა გვაქვს, რომ "საქნახშირის" ადმინისტრაცია გადადგეს და ხელმძღვანელობამ დაკევბული თანამდებობები დატოვოს. ეს მოთხოვნა იქამდე იდგება დღის წესრიგში, სანამ არ დაკმაყოფილდება და ეს ადამიანები არ აღმოაჩნდებიან იქ სადაც მათი ადგილია", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მოქალაქეები ასევე, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი მამუკა ბახტაძეს მოუწოდებენ მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს. აქცციის მონაწილეების თქმით, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ისინი პროტესტს გააგრძელებენ და აქციები უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. აქცია ტყიბულში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 16 ივლისს მინდელის შახტში კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შახტის ერთ-ერთ უბანზე აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)