|
2018-07-22 22:15:10, 939 ნახვა
საზოგადოება
სოფელ კრწანისში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა - კახეთში კვლავ სტიქიას ებრძვიან
ძლიერი ნალექის შედეგად, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა წინასწარი ინფორმაციით, ხევის ადიდების შედეგად, დატბორილია 10 საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზო რუსთავი - წყლის ძლიერი ნაკადის გამო დაიტბორა რამდენიმე ქუჩა ადგილზე მუშაობას განაგრძობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. ძლიერმა ნალექმა კახეთის რეგიონში, კონკრეტულად, სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხ სოფელში პრობლემები შექმნა - დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და ეზოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 6 შეტყობინება. ამ დროისათვის, ყველა ოჯახში დასრულებულია სამაშველო და წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. დამატებითი გართულებები მოსალოდნელი არ არის. წყლის მოვარდნის გამო დაფიქსირდა მანქანებში ადამიანების ჩარჩენის შემთხვევებიც. საგანგებო სიტუიციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ ყველა მოქალაქე გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელია ამინდის გაურესება, რის გამოც როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ისე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, რათა საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოხდეს რეაგირება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)