|
2015-06-02 20:32:45, 824 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდა სერიოზული მუშაობის შედეგია
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში მაისში დაფიქსირებული საერთაშორისო ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობა სერიოზული მუშაობის შედეგია. მისი თქმით, სპეციალური კამპანია 9 მიზნობრივ ბაზარზე ჩატარდა. გარდა ამისა, საქართველოში მოწვეულ იქნა 200 საერთაშორისო ჟურნალისტი და 70-ზე მეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი როგორც საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს განხორციელდა იმისათვის, რომ მომხდარიყო ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა. „მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გარშემო ვითარება მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ჩვენი პროაქტიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ვიზიტორების რაოდენობის 15-პროცენტიანი ზრდა, ასევე 5 პროცენტით მოიმატა იმ ვიზიტორების რიცხვმა, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტი დროით დარჩნენ, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია და ეს ნიშნავს უფრო მეტ დახარჯულ ფულს საქართველოში, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)