10:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 11:12:00, 636 ნახვა

საზოგადოება
არაგვისპირელის ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის N10-ში ახალი სკვერი მოეწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სივრცე განთავსდა.

პროექტის ფარგლებში, 320 მ2 ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი მოეწყო, დამონტაჟდა განათებები და საპარკე სკამები. სავალი ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე მოეწყო.

სკვერი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ და პარლამენტში ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ გახსნეს.

„ჩვენი მიზანია, რაიონში მაქსიმალურად ბევრი გამწვანებული ადგილი და მოსასვენებელი სივრცე გვქონდეს. ეს ტერიტორია ადრე ნაგავსაყრელად იყო ქცეული. დღეს კი, არაგვისპირელის ქუჩის მოსახლეობას შეუძლია, ახალი სკვერით ისარგებლოს, დაისვენოს და ბავშვები გაასეირნოს. მინდა ადგილობრივებს ვთხოვო, სკვერს და თავიანთ უბანს გაუფრთხილდნენ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

არაგვისპირელის ქუჩაზე ამ დრომდე, დასასვენებელი სივრცე არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას შეუძლია, მოწესრიგებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერით ისარგებლოს.

ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები შპს „ტაომ“ განახორციელა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics