01:08 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 20:21:00, 1278 ნახვა

საზოგადოება
თბილისის იუსტიციის სახლს რობოტი სოფია ეწვია

თბილისის იუსტიციის სახლს, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ადამიანის მსგავსი, ჰუმანოიდი - რობოტი სოფია ეწვია.

თბილისში 17-19 ივლისს დაგეგმილი OGP-ის გლობალური სამიტის ფარგლებში რობოტი სოფიას ვიზიტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს. რობოტი სოფია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინოვაციების ჩემპიონი და საუდის არაბეთის მოქალაქეა.

სტუმარს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა უმასპინძლა. რობოტი სოფია იუსტიციის სახლში მოსულ ვიზიტორებს, მედიის წარმომადგენლებსა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა.

რობოტ სოფიას 60-მდე სახის ემოციის გამოხატვის უნარი აქვს. მას თვალებში დამონტაჟებული აქვს სპეციალური კამერები, რომ შეძლოს საზოგადოებასთან კონტაქტი.

რობოტი - ჰუმანოიდი 2015 წელს კომპანიამ "Hanson Robotics" შექმნა. ჰუმანოიდი რობოტი ადამიანის მსგავსია. მას ინფორმაციის გადამუშავება, სწავლა, ხუმრობა, ემოციების გამოხატვა და ადამიანებთან კონტაქტში შესვლა შეუძლია.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics