|
2018-07-18 14:10:45, 790 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ დიდ დიღომში, ანბანის ბაღში დაწყებული მშენებლობა შეაჩერა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დიდ დიღომში, ანბანის ბაღში დაწყებული მშენებლობა შეჩერდა და სავარაუდოდ, მისი დემონტაჟი განხორციელდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის შეჩერებას დიდი დიღმის მოსახლეობა ითხოვდა, რადგან ობიექტი რეკრეაციულ ზონაში მდებარეობს. „წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი, რომ არცერთი მშენებლობა არ განხორციელდება სკვერებში, სპორტული მოედნების ადგილზე იმიტომ, რომ ეს არის რეკრეაციული ზონები, რომელსაც მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ კარგად გვესმის ეკოლოგიური თვალსაზრისით, დედაქალაქში რა მდგომარეობაა. შესაბამისად, მწვანე სივრცეებს უნდა გაფურთხილდეთ. „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ანბანის ბაღში დაწყებულია მშენებლობა, რომელსაც გაცემული ნებართვითაც კი, ყველანაირი პირობა, მოცულობა დარღვეული აქვს. ამ კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირებით, დიდი დიღმის მოსალხეობის მხრიდან ძალიან ბევრი საჩივარია შემოსული. ამ დროისთვის, მშენებლობა შეჩერებულია და მგონია, რომ მისი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. სკვერებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე მსგავსი გაუთვალისიწინებელი სიმახინჯეების მშენებლობა არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე შესაბამისი ფოტომასალაც წარმოადგინა, რომელზეც ანბანის პარკში არსებული მშენებლობაა ასახული და მერის მოადგილეებს მიმართა, ობიექტის მესაკუთრის უფლებები მაქსიმალურად დაიცვან. „რა თქმა უნდა, ჩვენ ბიზნესს არ ვებრძვით. პირიქით, ბიზნესს ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ სწორი განაშენიანება და ხარისხინი პროექტების განხორციელება მოხდეს. მესაკუთრის უფლებები მაქსიმალურად დაცული იქნება. შეხვდით მესაკუთრეებს, რომ არაფერი დაკარგონ. თუ საჭირო იქნება, ადგილმონაცვლეობა გააკეთეთ. კონკრეტულ ლოკაციაზე კი, აღნიშნული პროექტის განხორციელება მისაღები არაა“, - მიმართა დედაქალაქის მერმა მოადგილეებს.
(NS)
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)