|
2018-07-17 17:15:09, 694 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკომ დაშავებული მეშახტეები მოინახულა - ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, მინდელის შახტაში მომხდარის შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში მოინახულა. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას 4 პაციენტი გადის. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კვლავ საყურადღებოა რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც გეგმური ოპერაციული მკურნალობისთვის ამზადებენ. გაუმჯობესებულია შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ ბინაზე რამდენიმე დღეში გაწერენ. ცნობისთვის, გუშინ, ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი. დაშავებულთაგან ერთი ბინაზე გუშინვე გაიწერა, ხოლო 5 მკურნალობის გასაგრძელებლად თბილისში გადმოიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)