|
2018-07-17 11:36:48, 544 ნახვა
საზოგადოება
იტალიის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. სერჯო მატარელა საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები: პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვის, სამართალდაცვითი და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის შემდგომ და კიდევ უფრო გაღრმავებას. იტალიის პრეზიდენტი დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში სერჯო მატარელა საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმს დაესწრება. ასევე შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)