|
2018-07-16 18:28:14, 818 ნახვა
სამხედრო
ბახტაძე - ის, რომ საქართველო ღირსეულად უმკლავდება ძალიან მძიმე გამოწვევებს, გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა
ბევრი მკვლევარი სვამს კითხვას, რა არის პასუხი იმაზე, რომ ასეთმა მცირერიცხოვანმა ერმა შეინარჩუნა თავისი კულტურა და თვითმყოფადობა ამ საუკუნეების განმავლობაში და ყოველთვის ღირსეულად ლახავს ძალიან მძიმე გამოწვევებს; ამ შეკითხვაზე პასუხი ხართ თქვენ - ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რასაც ვუწოდებთ გაუტეხავ ქართულ სულს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" პრეზენტაციაზე შეკრებილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს. მთავრობის მეთაურმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრით დაიწყო. მამუკა ბახტაძემ დაღუპულთა ოჯახებს ამ ძალიან მძიმე წუთებში სამძიმარი გამოუცხადა. პრემიერმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" მიზნებზე და სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაჭრილ მეომრებზე ზრუნვის პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. „ეს ადამიანები ჩვენი სიამაყეა, ისინი ჩვენი გმირები არიან. მათი თავდადება სამაგალითოა და მათ მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატვა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა. აქამდე, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებობდა ფონდი, რომელიც მუშაობდა მეომრებზე ზრუნვის კუთხით. ფონდთან აქტიურად თანამშრომლობდნენ ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციები, როგორიც არის Give an Hour, AFF და ბევრი სხვა და სწორედ მათი დახმარებით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ საქველმოქმედო ფონდების სახელმწიფო უწყებებში არსებობა არ არის საუკეთესო პრაქტიკა. დღეიდან ჩვენ ამ მიმართულებითაც თანამედროვე სტანდარტს ვამკვიდრებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე ამ საკითხზე კერძო კომპანია იღებს პასუხისმგებლობას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა კომპანია „სილქნეტს" ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოში ფილანთროპიის კულტურის დამკვიდრების აუცილებლობას. „ძალიან ბევრი მეწარმე თუ ბიზნესმენი აქტიურობს ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციები და კულტურა და მინდა, ყველა მეწარმეს მივმართო, შემოუერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას. ეს იქნება სწორედ ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში საზოგადოება და საზოგადოებრივი მოძრაობები ვითარდებიან. ბევრი მკვლევარი სვამს კითხვას, რა არის პასუხი იმაზე, რომ ასეთმა მცირერიცხოვანმა ერმა გაუძლო, შეინარჩუნა თავისი კულტურა და თვითმყოფადობა ამ საუკუნეების განმავლობაში და ყოველთვის ღირსეულად ლახავს ძალიან მძიმე გამოწვევებს. ამ შეკითხვაზე პასუხი ხართ თქვენ - ჩვენი გმირები, რასაც ვუწოდებთ გაუტეხავ ქართულ სულს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი ყველა ჯარისკაცი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თბილისის მერი, სამხედრო მოსამსახურეები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)