|
2018-07-16 12:05:34, 837 ნახვა
საზოგადოება
myvideo.ge-მ საზოგადოებრივი მაუწყებელი გათიშა
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, myvideo.ge-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხები გაითიშა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ გათიშვის გადაწყვეტილება „კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ N374/18 გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღეს. „მაუწყებლობა აღდგება მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი შეასრულებს ამავე გადაწყვეტილებით და მაუწყებლობის შესახებ კანონით დაკისრებულ ვალდებულებას - მოგვაწოდოს სიგნალი, არადისკრიმინაციული სხვა ტრანზიტორებისა და საკუთარი ინტერნეტმაუწყებლიობის იდენტური საეთერო ბადით“, -აღნიშნულია myvideo.ge-ს საზმაუს ჩართვის გვერდზე. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი მაუწყებელი myvideo.ge-ზე მაუწყებლის არხების ტრანსლირების შეწყვეტას ითხოვდა. მისი განმარტებით, ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას საკუთარ პლატფორმებზე (ტელევიზია, ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია) მხოლოდ ის ფლობდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)