|
2018-07-14 17:31:43, 976 ნახვა
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-კადრებს ეხმაურება, სადაც მკვდარი ცხოველებია ასახული. როგორც სააგენტოში აცხადებენ, კადრები დადგმულია და როგორც სააგენტოს ხელმძღვანელობის, ისე ვეტერინართა საქმიანობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. „სოციალურ ქსელში გავრცელდა შემაძრწუნებელი ვიდეოკადრები, რომელიც მკვდარი ცხოველებისთვის განკუთვნილ ოთახშია გადაღებული. მოგეხსენებათ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა, როგორც თბილისის, ასევე რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, მკვდარი ცხოველების მიღება და მათი განთავსება სპეციალურ ბიოთერმულ ორმოში. სწორედ მსგავსი პროცესია ასახული გავრცელებულ ვიდეოკადრებში, თუმცა სრულიად დამახინჯებული რეალობითა და დადგმული სცენებით. მკვდარი ცხოველებისთვის განკუთვნილ ოთახში მოხვედრა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სააგენტოს თანამშრომელს. ამდენად, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, აღნიშნული კადრები ვრცელდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლების მიერ, რომელთა უშუალო პასუხისმგებლობას ამ ცხოველებზე ზრუნვა წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ გულგრილობას და ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას უკავშირდება. გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სრული რეფორმირება, რის ფონზეც გვიწევს თანამშრომელთა ნაწილის გათავისუფლება. სწორედ აღნიშნულ პროცესს მოჰყვა ნეგატიური კამპანია სააგენტოს წინააღმდეგ და ადგილი აქვს, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელობის, ისე ვეტერინართა საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობას. მოვითხოვთ, მოხდეს სასწრაფო გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების წარმომავლობისა და მოყვანილი ფაქტების შესახებ. ასევე, უნდა დადგეს იმ ადამიანთა პასუხისმგებლობა, ვინც საზოგადოების დეზინფორმაციისა და სააგენტოს დისკრედიტაციის მიზნით, დადგა და გაავრცელა ვიდეოკადრები“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)