|
2018-07-14 12:22:28, 1162 ნახვა
საზოგადოება
მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა
რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოსო ლაღიძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. სოსო ლაღიძე 1936 წლის 21 იანვარს, სამტრედიაში დაიბადა. 1959 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. გადაღებულია 25-მდე ფილმში, მათ შორის: "საბუდარელი ჭაბუკი" (ვალიკო, 1957), "სხვისი შვილები" (გურამი, 1958), "გლახის ნაანმობი" (სანდრო, 1959), "ლონდრე" (გაბრიელი, 1966), "ყვარყვარე" (პავლე, 1978), "მარადისობის კანონი" (მერაბი, 1982), "მაგრამ რა მერე?" (დათიკო, 1997), "დარჩი ჩემთან" (2011) და სხვა. რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ლაპჩენკო (ა. არბუზოვი, "ისინი შეხვდნენ ერთმანეთს", რეჟისორი მ. თუმანიშვილი), ვეფხია ხალიბაური (კ. ბუაჩიძე "ამბავი სიყვარულისა", რეჟისორი მ. თუმანიშვილი, ლადო (გ. ნახუცრიშვილი, "ფიროსმანი", რეჟისორი დ. ალექსიძე), უფლისწული (სულხან-საბა ორბელიანი, "სიბრძნე სიცრუისა", რეჟსორი ნ. ხატისკაცი), ზაზა ნაკაშიძე (ნ. დუმბაძე, "საბრალდებო დასკვნა", რეჟისორი რ. სტურუა), გოგი (ბ. ბრეხტი, "კავკასიური ცარცის წრე", რეჟისორი რ. სტურუა) და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)