|
2018-07-13 18:13:08, 555 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ერთდღიანი ფორუმი გაიმართა
დღეს, სასტუმრო ვინდემ ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ერთდღიანი ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმზე 40-ზე მეტი დამსაქმებელი 3000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით ჩაერთო. კერძო სექტორმა ფორუმზე თავისუფალი სამუშაო ადგილები მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგინა. ბათუმის მასშტაბური დასაქმების ფორუმი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ამავდროულად სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა მიხეილ დუნდუამ გახსნა. მიხეილ დუნდუამ საზოგადოებას დასაქმების კუთხით განსახორციელებელი სამომავლო გეგმები გააცნო და დასავლეთ საქართველოში სააგენტოს დასაქმების პროგრამების ფარგლებში მიმდინარე შედეგებზე ესაუბრა. დასაქმების მაძიებლებს სააგენტოს პროგრამების ანალიზი დეტალურად გააცნო სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ. სერვისების მიღებაში სრული მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა ფორუმზე შეკრებილ მოქალაქეებს დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა მარი ბეზერაშვილმა. დამსწრეებს აჭარის ჯანდაცვის და საკრებულოს წარმომდგენლებმაც მიმართეს და სამომავლო თანამშრომლობისათვის მზაობა გამოთქვეს. დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. დასაქმების ფორუმის მიზანია: ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება; შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა; დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დროის მცირე მონაკვეთში, დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების უშუალო კომუნიკაციის უზრუნველყოფა. დასაქმების ფორუმის ძირითად სამიზნე ჯგუფს პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი წარმოადგენს. შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯების წარმომდგენლები და მათ მიერ მომზადებული მაძიებლები. სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის, გურიის და სამეგრელოს სამხარეო განყოფილებების თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ფორუმის ორგანიზებასა და საზოგადოების ინფორმირებაში. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, აქვე, მათ მიეწოდათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მონაწილებდნენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს, ბათუმის ფორუმის შესახებ, პერსონალურ მობილურ ნომერზე, წინსწრებით გაუგზავნა საინფორმაციო მოკლე ტექსტური შეტყობინება. სააგენტომ ორგანიზება გაუწია დასაქმების ფორუმში მსხვილი და საშუალო დამსაქმებლების დასწრებას. ფორუმის მსვლელობისას დასაქმების პორტალზე ყველა იმ მოქალაქის რეგისტრაცია განხორცილედა ვინც ამ დრომდე worknet.gov.ge-ზე არ დარეგისტრირებულა. დღეის მდგომარეობით, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. მეორე ეტაპი - შემოდგომაზე დაიწყება და დასრულებისთანავე სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ანალოგიური, მასშტაბური დასაქმების ფორუმი უკვე თელავშია დაგეგმილი.
(NS)
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)