|
2018-07-13 16:59:40, 804 ნახვა
საზოგადოება
მაჭავარიანი: მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მცირე მთავრობის კონცეფციაზე
მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მცირე მთავრობის კონცეფციაზე და პროცესების გაციფრულებაზე და დიგიტალიზაციაზე - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გაერთიანებული კომიტეტების დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა. როგორც მან აღნიშნა გაიმართა საინტერესო დისკუსია. „ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება იყო. გაიმართა სამკაოდ ცხარე დისკუსია, დაისვა საინტერესო კითხვები, პროცესმა დინამიურად ჩაიარა. ძირითადად საქმიანი კითხვები დაისვა, ჩემთვისაც საინტერესო იყო პასუხის გაცემა, რასაკვირველია იყო პოლიტიკური პროვოკაციის ელემენტებიც" - განაცხადა მან. კითხვაზე აპირებს თუ არა საკადრო ცვლილებებს სამინისტროში ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს. „ბოლო დღეებში მქონდა შეხვედრა მოადგილეებთან, ისინი კვალიფიციური და მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ საკადრო გადაადგილებების შესახებ. შევხედავ სტრუქტურას, პროცესებს. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მცირე მთავრობის კონცეფციაზე და პროცესების გაციფრულებაზე და დიგიტალიზაციაზე, სწორედ აქედან გვინდა ვნახოთ ეფექტურობა, ვნახოთ დანაზოგი, ვნახოთ გარკვეული პროცესების დაჩქარება, უფრო მეტი დინამიურობა შევძინოთ ჩვენს ეკონომიკას, თუმცა უნდა ვთქვა, რომ დღევანდელი დინამიკაც საკმაოდ კარგია, რეგიონში საუკეთესო, მაისში - 7,5%, ხოლო 6.1%-ია 5 თვის ეკონომიკური ზრდა, რაც იმაზე მაღალია ვიდრე იყო დაგეგმილი. ჩვენ ეს ტემპი უნდა გავაგრძელოთ და ის რეფორმები, რომელიც დაიწყო პრემიერმა და რომლის განსახორციელებლადაც მე მივედი ფინანსთა სამინისტროში რასაკვირველია ამ ტემპს დააჩქარებს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით მეცხრე ადგილზეა მსოფლიოში. „ეს საკმარისია იმისთვის, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვაქვს საკმოად დაბალანსებული და სწორად შერჩეული პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას და მეორე მხრივ არ ივიწყებს სოციალურ ვალდებულებებს," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მაჭავარიანის თქმით, მთავრობას ექნება ახალი ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩაერთვას ეკონომიკაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)