|
2018-07-13 13:07:38, 578 ნახვა
საზოგადოება
გამარტივებული საქმისწარმოების სერვისზე მოთხოვნა იზრდება
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2018 წლის 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს. 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 23 716 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ, საიდანაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 353 აპლიკანტს უარი ეთქვა წარმოებაზე. გამარტივებული საქმისწარმოების ქეის მენეჯერებმა 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით წარმოებაში მიიღეს 20 930 აპლიკაცია, ხოლო 6 თვის განმავლობაში დაასრულეს 12 909; 6 თვის განმავლობაში დასრულებული საქმეებიდან ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში გადახდა განხორციელდა 125 საქმეზე, ხოლო დამტკიცდა მორიგება - 1 879 შემთხვევაში. აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები. გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ქეის მენეჯერს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)