|
2018-07-12 12:03:02, 701 ნახვა
საზოგადოება
ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ პირს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თელავის რეფერალურ საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჯონიაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის საავადმყოფოში სულ ორი პაციენტია შეყვანილი, მათგან ერთ-ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ჯონიაშვილის განცხადებით, საავადმყოფოში სხვა დაშავებულებსაც ელოდებიან. „ამ დროისთვის ორი პაციენტია შემოყვანილი. ერთს აქვს მუცლის ღრუს ტრავმა და გულმკერდის ტრავმა. ის საოპერაციო ბლოკში იმყოფება. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას გულმკერდის მრავლობითი ტრამვა აქვს. ორივე კონტაქტურია და მათ სიცოცხლეს ამ ეტაპისთვის საფრთხე არ ემუქრება. სხვა დაშავებულებსაც ველოებით, თუმცა მე როგორც მითხრეს მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ“, - აცხადებს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ჯონიაშვილი. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თელავის რაიონის სოფელ ართანასთან ავარიული დაშვება განახორციელა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)