05:45 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 19:21:39, 829 ნახვა

საზოგადოება
ვაკის მედიათეკაში დასაქმების ფორუმი გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დღეს ვაკის მედიათეკაში  დასაქმების ფორუმი გაიმართა.

დასაქმების ფორუმზე 17-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით წარსდგა. სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ 25 ათასს სამუშაოს მაძიებელს გაუგზავნეს საინფორმაციო მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ფორუმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. დღესაც, როგორც განვლილ ფორუმებზე  საზოგადოების მხრიდან დიდი აქტივობა დაფიქსირდა.

კერძო სექტორმა თავისუფალი სამუშაო ადგილები მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგინეს.

დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულმა სამუშაოს მაძიებლებმა მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო  დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

ფორუმების ჩატარება თბილისის მასშტაბით უკვე სისტემატიურ ხასიათს იღებს. ანალოგიური ფორუმები უკვე ჩატარდა ჩუღურეთის, ნაძალადევის, ისნის, გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. სოციალურ მომსახურების სააგენტო თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობას სამომავლოდაც გეგმავს. ერთობლივი ფორუმების ციკლის განახლება დედაქალაქის მასშტაბით სექტემბრიდან განახლდება.

ფორუმის ფორმატი რეალური დამსაქმებლების და სამსახურის მაძიებლის ორგანიზებულ შეხვედრას და მყისიერ დაკავშირებას ითვალისწინებს. საბოლოო მიზანი, უმუშევართა რიცხვის შემცირებისათვის დასაქმების მეტი შესაძლებლობის შექმნაა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics