|
2018-07-06 11:54:37, 647 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი პროექტ „ეკომონადირეს“ იწყებს
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად, იწყებს ახალ პროექტს - „ეკომონადირე”, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის მიერ ქალაქ თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების აღწერას ონლაინ პლატფორმის - iNaturalist საშუალებით. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც კონკურსის სახე ექნება, მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ბოტანიკური ბაღის მიერ მიცემული დავალებების შესრულებაში, რომელიც ყოველი თვის დასაწყისში გამოცხადდება „ფეისბუქის“ და iNaturalist პლატფორმის საშუალებით. iNaturalist ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ პლატფორმაა ბუნების მოყვარულთათვის, რომლის საშუალებითაც ადამიანები სწავლობენ გარემომცველ ბიომრავალფეროვნებას და ერთმანეთს ცოდნასა და ინფორმაციას უზიარებენ. „მიუხედავად იმისა, რომ ამ პლატფორმას რამდენიმე ასეულობით ათასი მომხმარებელი ყავს, საქართველოს მოქალაქეები iNaturalist-ში მცენარეთა აღწერას პირველად შეუერთდებიან ასეთი ორგანიზებული ფორმით. დიდი იმედი მაქვს რომ საზოგადოების აქტიური ჩართულობით დიდძალი ინფორმაციის შეგროვებას შევძლებთ. ამ ეტაპზე პროექტი მოიცავს მხოლოდ თბილისისა და მისი შემოგარენის მცენარეთა მრავალფეროვნებას, თუმცა სამომავლოდ მასშტაბები აუცილებლად გაიზრდება. პროექტი ხელს შეუწყობს თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათი დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობის გააზრებას. პროექტის ფარგლებში საზოგადოებას შეეძლება წვლილი შეიტანონ თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესწავლაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტმა მიიღო კონკურსის სახე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით გვექნება აქტიური მონაწილეების გარკვეული პრიზებით წახალისების შესაძლებლობა“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ. პროექტის პრეზენტაცია, დღეს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართა, სადაც ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებმა საკონკურსო პირობებსა და მისი განვითარების ეტაპებზე ისაუბრეს. პროექტი 7 ივლისს, 09:00 საათზე დაიწყება და 4 თვე გასტანს. მონაწილეობის მსურველები დეტალურ ინფორმაციას გაეცნობიან ეროვნული ბოტანიკური ბაღის ოფიციალურ ვებგვერდზე http://www.nbgg.ge/.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)