|
2018-07-04 11:12:04, 608 ნახვა
საზოგადოება
რეზო გაბრიაძეს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადაეცემა
ქართველ მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მწერალსა და მოქანდაკე რეზო გაბრიაძეს ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადაეცემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რეზო გაბრიაძეს 29 ივნისს, 82 წელი შეუსრულდა. თბილისის მერმა ხელოვანს აღნიშნული თარიღი მიულოცა და ქალაქის ცხოვრებაში მის განსაკუთრებულ ღვაწლს გაუსვა ხაზი. „საბედნიეროდ, დედაქალაქს ჰყავს და ყოველთვის ჰყავდა განსაკუთრებული ადამიანები, რომელთა საქმიანობა და შემოქმედება ქალაქის ყოველდღიურობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა და სძენს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ხელოვანი რეზო გაბრიაძეა. მას რამდენიმე დღის წინ, 29 ივნისს, 82 წელი შეუსრულდა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის სიგელი გადავცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)