|
2018-07-03 15:56:33, 3327 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მაღალჩინოსანს, რომელმაც თავისი მოვალეობები ვერ განმარტა, პრემიერზე მაღალი ხელფასი აქვს მიღებული
ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთ გამომძიებელს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუას, რომელმაც გუშინ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საკუთარი უფლება-მოვალეობები ვერ განმარტა (იხ. ვიდეო), გასულ წელს ხელფასის სახით პრემიერ-მინისტრზე მეტი თანხა აქვს აღებული. დეკლარაციის თანახმად, სიგუამ 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრამდე, ხელფასის სახით 63 360 ლარი აიღო, მაშინ როდესაც, ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, იგივე პერიოდში 51 000 ლარი აქვს მიღებული. ასევე, დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაშია 56 000 დოლარის ღირებულების ბინა თბილისში. დოკუმენტში, საბანკო ანგარიშების გრაფა ცარიელია. იოსებ სიგუას აქვს იპოთეკით დატვირთული 2 სესხი, რომელთა ყოველთვიური გადასახადი 620 დოლარი და 750 ლარია. დეკლარაცია მიმდინარე წლის 27 თებერვალს არის შევსებული. შეგახსენებთ, იოსებ სიგუა გუშინ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოიკითხა. იგი გამოკითხვაზე დღესაც უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში არ მისულა. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა ბედოიძემ აღნიშნა, სიგუამ კომისიის სხდომაზე მისვლა ჯანმრთელობასთან დაკავაშირებული პრობლემის გამო ვერ შეძლო.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)